პროექტის მოკლე აღწერა: მცენარეების კვლევა და გამრავლება ბუნებრივი და ქიმიური პროცესების დახმარებით
პროექტის სრული აღწერა: პროექტი ითვალისწინებს იშვიათი მცენარეების გამრავლებას ქიმიური და ბუნებრივი სასუქების გამოყენებით. მოსწავლეების მიერ გამრავლებული და გაზრდილი ხე მცენარეების გადარგვა ღია ბუნებაში (სკოლის ეზოში, ორანჟერეაში, გადამწვარ ტერიტორიებზე, უბანში), ხოლო ქოთნის ყვავილების იშვიათი ჯიშების ზრდა-განვითარებაზე დაკვირვება. გამოფენა გაყიდვის მოწყობა და მიღებული თანხების საქველმოქმედო მიზნებით გამოყენება.
მონაწილეთა ასაკი და კლასები: 13-დან 16 წლამდე ასაკის მოსწავლეეები VIII-X კლასები
ვადები და ხანგრძლივობა: XI/2008 - დან VI/2009 – მდე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
ქიმიურ სასუქებზე ექსპერიმენტები მცენარის ზრდა-განვითარების პროცესში;
მცენარის მავნებლებთან ბრძოლა ქომიური ნივთიერებების გამოყენებით;
გაკვეთილები ეკოლოგიის თემაზე;
მოგროვილი მასალების ელექტრონული ვერსიის შექმნა.
მოსალოდნელი შედეგები: ბავშვები უკეთ გაეცნობიან ბუნებას, შეიყვარებენ მას. გაიზრდება ინტერესი ქიმიის მიმართ. გამოიყვანენ ახალ ნერგებს. გაამწვანებენ კლასს, სკოლას, გარემოს. დაუმეგობრდებიან თანატოლებს სხვა სკოლებიდან. მოაწყობენ გამოფენას.
სარგებელი სხვებისათვის: შეიქმნება მშვენიერი გარემო, რომლითაც ისიამოვნებს არა მარტო სკოლის არამედ უბნის საზოგადოებაც. მოსწავლეები თავის წვლილს შეიტანენ საქართველოს ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებაში; გამოფენა გაყიდვით შემოსული თანხები გაიხარჯება ქველმოქმედებაზე.
სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური
საგანთა და საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქიმია, ბიოლოგია, ეკოლოგია, ინფორმატიკა, ეკონომიკა,.
მონაწილეები სხვა სკოლიდან: #133 საჯარო სკოლა, #11 საჯარო სკოლა
პროექტის ფასილიტატორი: რუსუდან გაწერელია, ნინო ახალკაცი
პროექტის ფასილიტატორის ელ–ფოსტა: rusudan.gacerelia@gmail.com nakhalkaci@gmail.com
პროექტის ფორუმი: http://foro.iearn.org/webx?14@@.1ea7e899